ახალი ამბები

აფხაზეთი საერთაშორისო საზოგადოებას აღიარებას სთხოვს

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტმა 7 მარტს საერთაშორისო საზოგადოებას მისი დამოუკიდებლობის აღიარების თხოვნით მიმართა, იტყობინება ”აფსნიპრესი”.


აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა ორი განცხადება მიიღო – ერთში იყო მოწოდება რუსეთის პარლამენტისადმი და მეორეში – გაეროს გენერალურ მდივნისადმი, დსთ-ს და მსოფლიოს ლიდერებისადმი.


”აფხაზეთის რესპუბლიკის საერთაშორისო აღიარება ხელს შეუწყობს მშვიდობას და სტაბილურობას კავკასიაში,” – ნათქვამია მიმართვაში საერთაშორისო საზოგადოებისადმი.


ანალოგიური მიმართვა სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულმა ხელისუფლებამაც გააკეთა. ამ მიმართვებს რუსეთის სახელმწიფო სათათბირო 13 მარტს განიხილავს.

Back to top button