
აშშ გამორიცხავს სამხრეთ ოსეთის აღიარებას
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა გამორიცხა სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რეგიონის აღიარება.
5 მარტს ჟურნალისტებთან საუბრისას ბრიუსელში ნატოს მინისტერიალზე მიმავალმა სახელმწიფო მდივანმა განაცხადა: ”ეს არ მოხდება”.
სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას აღიაროს მისი დამოუკიდებლობა.
ჟურნალისტმა ჰკითხა რაისს, ფიქრობდა თუ არა ის, რომ სამხრეთ ოსეთის ეს მიმართვა იყო პროვოკაცია მოსკოვიდან, ”ან ფიქრობთ, რომ ეს გარდაუვალია?”
სახელმწიფო მდივანმა უპასუხა: ”არ მინდა მოტივებზე ვიმსჯელო, მაგრამ ჩვენ ძალიან ნათლად აღვნიშნეთ, რომ კოსოვო უნიკალური შემთხვევაა და ეს მოხდა იმ განსაკუთრებული გარემოებების გამო, რის გამოც იუგოსლავია დაიშალა. განსაკუთრებულებული გარემოება იყო მილოშევიჩის ძალების აგრესია კოსოვოელების, კერძოდ ალბანელი კოსოვოელების წინააღმდეგ, და სწორედ ეს არის განსაკუთრებული შემთხვევა.”