
ახალი ამბები
სააკაშვილმა და მედვედევმა სატელეფონო საუბარი გამართეს
პრეზიდენტმა სააკაშვილმა 5 მარტს სატელეფონო საუბრისას დიმიტრი მედვედევს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, იტყობინებიან ”იტარ-ტასსი”, ”ინტერფაქსი” და ”რია ნოვოსტი”.
”დიმიტრი მედვედევმა იმედი გამოთქვა, რომ მიუხედავად საქართველოს მიერ წარსულში გაშვებული შანსებისა, შესაძლებელი იქნება კონსტრუქციული დიალოგის გამართვა რუსეთსა და საქართველოს შორის ნამდვილად მეზობლური ურთიერთობების ჭრილში,” – განაცხადა მედვედევის ადმინისტრაციამ, ”ორივე მხარემ მზადყოფნა გამოხატა თანამშრომლობისა და რეგულარული კონტაქტებისთვის”.