ახალი ამბები

ბურჯანაძე რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე კომენტარს აკეთებს

პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ დიმიტრი მედვედევის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება განსაკუთრებული მოულოდნელობა არ ყოფილა. მან ასევე გამოთქვა იმედი არჩევნების შემდეგ საქართველო-რუსეთის ურთიერთობების გაუმჯობესების თაობაზე.


”მე მინდა ვუსურვო მას [დიმიტრი მედვედევს], რომ ჰქონდეს სურვილი იმისა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები გაუმჯობესდეს, ჰქონდეს სურვილი იმისა, რომ რუსეთი იყოს არა მარტო დიდი ქვეყანა, არამედ იყოს დემოკრატიული ქვეყანა, რომელთანაც მეგობრობა და მეზობლობა სასურველია”- განუცხადა ბურჯანაძემ ჟურნალისტებს 3 მარტს. 


დიმიტრი მედვედევმა, პრეზიდენტ პუტინის ახლო მეგობარმა და როგორც მას უწოდებენ ”მემკვიდრემ”, 2 მარტის საპრეზიდენტო არჩევნების ხმათა უმრავლესობის დათვლის შედეგად 70%-ის მხარდაჭერა მოიპოვა. საპრეზიდენტო უფლებამოსილების მიღების შემდეგ მედვედევი პუტინს პრემიერ-მინისტრად დანიშნავს, როგორც ეს ადრე იყო გაცხადებული.


 



 

Back to top button