ახალი ამბები

”რუსთავი 2”-ში გენერალური დირექტორის თანამდებობიდან წასვლას არ ადასტურებენ

ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ში არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის ირაკლი ჩიქოვანის თანამდებობიდან წასვლის თაობაზე.


ამის შესახებ ინფორმაცია დღეს სააგენტო ”ინტერპრესნიუსმა” გაავრცელა. 


”ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, გენერალური დირექტორი რჩება თავის თანამდებობაზე”, – განუცხადეს Civil.ge-ს ტელეკომპანიაში.


ირაკლი ჩიქოვანი ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი გასული წლის ოქტომბერში გახდა. მან ამ პოსტზე კობა დავარაშვილი შეცვალა.

მსგავსი/Related

Back to top button