
ახალი ამბები
მალხაზ ბასილაიას აფხაზეთში კარგად ეპყრობიან – სახელმწიფო მინისტრი
ჟურნალისტ მალზახ ბასილაიას მიმართ, რომელიც აფხაზეთში ჰყავთ დაკავებული, ფიზიკურ ანგარიშსწორებას არ აქვს ადგილი და მას კარგად ეპყრობიან, განაცხადა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა 3 მარტს.
მან ეს კომენტარი, რომელიც ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ეთერით გადაიცა, ზუგდიდში გაეროს დამკვირვებლებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა 26 თებერვალს განაცხადა: ”ჩვენი უტყუარი ინფორმაციით, მიმდინარეობს მისი [ჟურნალისტის] არა მხოლოდ დაკითხვა, არამედ წამება სოხუმის ე.წ. საგამოძიებო იზოლატორში”.