
ახალი ამბები
საპარლამენტო არჩევნები 14-24 მაისის შუალედში იგეგმება
ხელისუფლების განცხადებით, საპარლამენტო არჩევნები 14-24 მაისის შუალედში გაიმართება.
ეს წინადადება ასახულია მემორანდუმში, რომელიც მმართველმა პარტიამ 14 თებერვალს ოპოზიციის 17 მოთხოვნის საპასუხოდ გამოაქვეყნა.
5 იანვარს, საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად ჩატარებულ პლებისციტზე ამომრჩეველთა 79.9%-მა მხარი დაუჭირა საპარლამენტო არჩევნების გაზაფხულზე გამართვას, ნაცვლად კონსტიტუციით გათვალისწინებული შემოდგომისა.