skip to content
ახალი ამბები

ეგზით პოლის შედეგები 22 საათისთვის გამოქვეყნდება

ეგზით პოლის შედეგები დაახლოებით 22 საათისთვის გამოქვეყნდება, ნაცვლად ადრე გამოცხადებული 20 საათისა, განაცხადა ”რუსთავი 2”-მა და გადადების მიზეზად ”უამინდობა” დაასახელა.


”რუსთავი 2” ტელეკომპანიებთან  – ”მზე”, საზოგადოებრივი მაუწყებელი და აჭარის ტელევიზია – ერთად დამკვეთია ეგზით პოლების, რომელსაც ოთხი ორგანიზაცია: მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი, ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) და საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევის ფონდი (GFSIS) ახორციელებს.


ოპოზიციონერი კანდიდატების შტაბებმა წინასწარ გამოუცხადეს უნდობლობა ეგზით პოლებს.

მსგავსი/Related

Back to top button