skip to content
ახალი ამბები

გაჩეჩილაძე საპრეზიდენტო კამპანიას დასავლეთ საქართველოში აგრძელებს

დღეს დილიდან ცხრა ოპოზიციური პარტიის კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე თავისი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დასავლეთ საქართველოში გაემგზავრა.


გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი სამი დღის განმავლობაში შეხვედრებს გამართავს ზესტაფონის, წყალტუბოს, სამტრედიის, ცაგერის, ლენტეხის, ჩოხატაურის, ოზურგეთის და ფოთის ამომრჩეველთან.


დღესვე თბილისში გაერთიანებული ოპოზიციის ორგანიზებით რუსთაველის გამზირზე, რიყეზე და მოგვიანებით ტელეკომპანია ”იმედის” ოფისის წინ გაიმართება აქცია –  ”გვახსოვს 7 ნოემბერი”, რომელიც ერთი თვის წინ საპროტესტო აქციების დარბევისა და ტელეკომპანია ”იმედში” შეჭრის თემებს მიეძღვნება. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button