ახალი ამბები

ევროპის საბჭოს დელეგაცია დახურული ტელეკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

მათიას ეორში და კასტრიო ისლამი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენლები, 10 ნოემბერს ტელეკომპანია ”იმედის” დირექტორს ბიძინა ბარათაშვილს და ტელეკომპანია ”კავკასიის” საინფორმაციო განყოფილების უფროსს ნინო ჯანგირაშვილს შეხვდნენ.


ორივე ტელეკომპანია 7 ნოემბერს ხელისუფლებამ დახურა. ტელეკომპანია ”იმედის” აღჭურვილობა ოფისის დარბევის დროს მთლიანად განადგურდა.


ამავდროულად, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტერი დევისი მიესალმა საქართველოში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილებას, თუმცა იქვე დასძინა, რომ საქართველომ უნდა გააუქმოს საგანგებო მდგომარეობა და აღადგინოს გამოხატვის და შეკრების თავისუფლება.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button