ახალი ამბები

პატარკაციშვილი ეჭვმიტანილია საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულებაში

პროკურატურა ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულებაში ეჭვმიტანილის სახით დასაკითხად იბარებს. 


”ამა წლის 7 ნოემბერს არკადი (ბადრი) პატარკაციშვილი ცნობილი იქნა ეჭვმიტანილად დანაშაულში, რომელსაც ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315 მუხლი  – შეთქმულება საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად,”- განაცხადა 9 ნოემბერს გენპროკურორის მოადგილემ ნიკა გვარამიამ.

ამაჟამად, პატარკაციშვილი, ტელერადიო ჰოლდინგის ”იმედის” დამფუძნებელი და გაერთიანებული ოპოზიციის ფინანსური მხარდამჭერი, საქართველოს ფარგლებს გარეთ იმყოფება.

გვარამიას განცხადებით, პატარკაციშვილის გამოძიების ორგანოებში მოწვევის მიზნით ”გატარებული იქნება კანონით დადგენილი ყველა საპროცესო მოქმედება”.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button