skip to content
ახალი ამბები

კობა დავითაშვილი: მე გამიტაცეს და მცემეს

ოპოზიციური ”ხალხის პარტიის” ლიდერმა კობა დავითაშვილმა განაცხადა, რომ 7 ნოემბერს სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა შვიდმა ადამიანმა ის გაიტაცა და სასტიკად სცემა.


დავითაშვილი 8 ნოემბერს ჩალურჯებული სახით, გატეხილი თავით და ნაღრძობი ხელით თავისი პარტიის ოფისში პრესკონფერენციაზე გამოჩნდა.


მისი თქმით, მას 7 ნოემბერს დილით თბილისის ელიავას ბაზრობაზე დაესხნენ თავს და სცემეს, სადაც ის გენერატორის ყიდვას აპირებდა საპროტესტო აქციისთვის.


შემდეგ, მისი თქმით, ის გორის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ ყოფილა ისეთი მძიმე, რომ ის რეანიმაციაში მოეთავსებინათ. ”მათ ჩემი იზოლირება უნდოდათ… მე არ მქონდა საშუალება ვინმეს დავკავშირებოდი,” – განაცხადა დავითაშვილმა.


7 ნოემბერს დავითაშვილის გაუჩანარების შემდეგ, თბილისში დღეს დილიდან გავრცელდა ხმები მისი გარდაცვალების შესახებ.   

მსგავსი/Related

Back to top button