Placeholder canvas
ახალი ამბები

სააკაშვილი კომპრომისზე წასვლას არ აპირებს

4 ნოემბერს თავის სატელევიზიო ინტერვიუში პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა:


• საპროტესტო აქციები დემოკრატიის ნაწილია და ეს ნორმალურია;

 მე ყველაფერს ვუსმენ, რასაც ხალხი ლაპარაკობს. მე ქვეყნის და თითოეული ადამიანის პრეზიდენტი ვარ;

 ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ტექნოლოგიები ძალიან ნათელია: ტყუილების ინდუსტრია;

 იგივე პიროვნებები, რომლებიც ამ ტყუილების ინდუსტრიას იყენებდნენ  90-იანი წლების შუაში რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის ბორის ელცინის წინააღმდეგ, ახლა იგივეს საქართველოში აკეთებენ. ისინი აქ ჩამოვიდნენ და ეს ტყუილების ინდუსტრია შექმნეს;

 ეს არის ვარდების რევოლუციის იმიტაციის უნიჭო მცდელობა;

 საპროტესტო აქციების მიზანი სავსებით ნათელია: შეიქმნას ვირტუალური რეალობა, რომ საქართველო სუსტდება;

 ოლიგარქიული რუსული ძალები ლობირებენ საქართველოში არეულობის მოწყობას რუსეთში არჩევნების წინ;

 არჩევნების 2008 წლის ბოლოს ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილება მაშინ მივიღეთ, როდესაც რუსეთმა საქართველოს ემბარგო დაუწესა. 2006 წლის ბოლოს დაწესებული ემბარგოს შემდეგ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი კონფრონტაციის საშიშროება არსებობდა;

 საქართველოსთვის არჩევნების 2008 წლის გაზაფხულზე ჩატარება ძალიან სარისკოა, რადგანაც 2008 წლის მარტში რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი;

 2008 წლის იანვარში ან თებერვალში კოსოვოს ბედი უნდა გადაწყდეს და სავარაუდოდ, მისი საერთაშორისო აღიარება მოხდება. რუსეთმა ნათლად მიანიშნა, რომ კოსოვოს აღიარების შემთხვევაში ის აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებას გეგმავს, რაც თავის მხრივ კონფრონტაციის საშიშროებას ქმნის. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ საპრეზიდენტო ვადის შემცირება სულ ცოტა რვა თვით და საპარლამენტო ვადის გაგრძელება;

 ჩვენ ეს სწორად ვერ ავუხსენით საზოგადოებას. მაგრამ საჯაროდ ამის განცხადებით, ჩვენ არ გვინდოდა დამატებითი საბაბი მიგვეცა რუსეთისთვის, რომ დაეწყო ჩვენი დადანაშაულება, რომ აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში რაღაცას ვაპირებთ. მაგრამ ახლა მე ვსაუბრობ ამის შესახებ;

 ჩემს მომდევნო საპრეზიდენტო ფიცის დადებას გელათის საკათედრო ტაძარში ვაპირებ;

 არჩევნები 2008 წლის შემოდგომაზე ჩატარდება, როგორც ამას კონსტიტუცია ითვალისწინებს;

 ტერიტორიული მთლიანობა და უმუშევრობა მთავარი გამოწვევებია;

 წელს ჩვენი ეკონომიკა 14%-ით გაიზრდება და ეს არის როგორც პარლამენტის, ისე მთავრობის და უპირველეს ყოვლისა ქართველი ხალხის უზარმაზარი მცდელობების შედეგი;


• არა მგონია, სწორია მუდმივად პრობლემებზე საუბარი, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ მე მუდმივად ვფიქრობ ამ პრობლემებზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button