ოქრუაშვილი წინასწარ პატიმრობაში დატოვეს
დღეს სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 29 სექტემბრის გადაწყვეტილება მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილისთვის წინასწარი ორთვიანი პატიმრობის შეფარდების თაობაზე. თავად ოქრუაშვილი სასამართლო პროცესს არც ამჯერად დასწრებია.
ოქრუაშვილის თანაპარტიელების განცხადებით, სასამართლო ფორმალურ ხასიათს ატარებდა.
”მოსამართლე იგნორირებას უკეთებდა დაცვის მხარის ყველა მოთხოვნას და მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, როგორი პოლიტიკური მითითებაც ჰქონდა”, ”- განუცხადა ყოფილი თავდაცვის მინისტრის ადვოკატმა ეკა ბესელიამ პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს.
მან ასევე განაცხადა, რომ დაცვის მხარე აპირებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება.
ირაკლი ოქრუაშვილს, თავდაცვის მინისტრობის პერიოდში ფულის გამოძალვა, ფულის გათეთრება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და სამსახურეობრივი გულგრილობა ბრალდება. იგი 27 სექტემბერს დააკავეს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ სააკაშვილის და მისი მმართველობის წინააღმდეგ სკანდალური განცხადებები გააკეთა. ოქრუაშვილი წაყენებულ ბრალს არ აღიარებს და თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)