ახალი ამბები
დავით ბაქრაძე ბრიუსელში შეხვედრებს მართავს
კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ნატოს შტაბ-ბინაში, ნატო-საქართველოს ინტენსიური დიალოგის ფარგლებში 26+1 ფორმატით მიმდინარე შეხვედრაში იღებს მონაწილეობას.
დავით ბაქრაძე ბრიუსელში სამდღიანი ვიზიტით 30 სექტემბერს გაემგზავრა.
კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ვიზიტის ძირითადი თემა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება იქნება.
დავით ბაქრაძე შეხვედრებს გამართავს ასევე ევროკავშირის, ევროპარლამენტის, ევროკომისიის წარმომადგენლებთან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)