skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი საქართველოს გაერთიანების პირობას დებს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 29 სექტემბერს პირობა დადო, რომ საქართველო მისი პრეზიდენტობის ვადაში გაერთიანდება.


სააკაშვილის პრეზიდენტობის პირველი ვადა მომავალ წელს იწურება; თუმცა, 2008 წლის არჩევნებში იგი მეორე ვადით აპირებს კენჭისყრას.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას აპირებს ”არა ახალი კიტოვანების წარმოშობით” – იგი გულისხმობდა თავდაცვის ყოფილ მინისტრს თენგიზ კიტოვანს, რომელიც 1992 წელს რკინიგზის დაცვის საბაბით თავისი ძალებით შევიდა აფხაზეთში, რამაც შეიარაღებული კონფლიქტი გამოიწვია.


”მოთმინებითა და გამძლეობით, ერთად დგომით და ეკონომიკური წარმატებებით, უფრო მეტი რეფორმებითა და გაძლირებით, მეტი საერთაშორისო მხარდაჭერითა და გამჭირვალეობით, დემოკრატიითა და ჩვენი ხალხისათვის მეტი შესაძლებლობების მიცემით ყველაფერს მივაღწევთ,” – განაცხადა პრეზიდენტმა. 


კიტოვანი მან, სავარაუდოდ, ირაკლი ოქრუაშვილთან მიმართებაში გაიხსენა. 


დაპატიმრებიდან ორი დღით ადრე, ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრობის დროს მას ჰქონდა გეგმა, რომელიც, მისი თქმით, გულისხმობდა სამხრეთ ოსეთის დაბრუნებას ”მცირე ოპერაციით” მინიმალური დანაკარგებით. ამ გეგმის განხორციელების შემთხვევაში, საქართველო სამხრეთ ოსეთს 2006 წლის გაზაფხულზე დაიბრუნებდა. თუმცა, ოქრუაშვილის თქმით, ამ გეგმის შესრულებისგან სააკაშვილმა თავი შეიკავა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button