ახალი ამბები
სახმელეთო ჯარების სარდალი გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილედ ინიშნება
ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე ოსეფაიშვილი 27 სექტემბერს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნა.
მანამდე ოსეფაიშვილი სახმელეთო ჯარების სარდლად მუშაობდა. თუმცა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის გაერთიანებულ შტაბად გადაკეთებასთან დაკავშირებით სახმელეთო ჯარების სარდლის თანამდებობა გაუქმდა, იტყობინება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)