skip to content
ახალი ამბები

აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი საქართველოს ეწვევა

დღეს თბილისს ორდღიანი ვიზიტით აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი, გენერალ-პოლკოვნიკი საფარ აბიევი ეწვევა, რომელიც ქართველ კოლეგას დავით კეზერაშვილს შეხვდება.


თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერა იგეგმება. აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი საქათველოში თავისი  ქართველი კოლეგის მოწვევით ჩამოდის.


ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი ასევე შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან.


18 სექტემბერს აზერბაიჯანის დელეგაცია სენაკში გაემგზავრება, სადაც მე-2 ქვეით ბრიგადას მოინახულებს.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button