ახალი ამბები
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს სტუმრობს
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამადიაროვი 26-30 აგვისტოს სამუშაო ვიზიტით ბათუმში იმყოფება, იტყობინება საქართველოს საგარეო უწყება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა, რომელიც თავის აზერბაიჯანელ კოლეგას ბათუმში მასპინძლობს, რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროს განუცხადა, რომ ვიზიტის მიზანია ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება. მისი თქმით, ვიზიტი კარგ შესაძლებლობას აძლებს აზერბაიჯანულ მხარეს გაეცნოს საქართველოს შავი ზღვის რეგიონში ტურიზმის და ინვესტირების შესაძლებლობებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)