skip to content
ახალი ამბები

უცხოეთიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილები 60%-ით გაიზარდა

უცხოეთიდან გადმორიცხული სწრაფი ფულადი გზავნილები 2007 წლის იანვარ-ივლისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 60%-ით გაიზარდა და 431 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, იტყობინებოდა საქართველოს ეროვნული ბანკი 22 აგვისტოს.


ეროვნული ბანკის ცნობით, 2007 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში უცხოური არხებით შემოსული თანხებიდან ყველაზე მეტი, 272 მლნ აშშ დოლარი (გადმორიცხული მთლიანი თანხის  63%), რუსეთის ფედერაციიდან გადმოირიცხა.


დანარჩენი გადმორიცხული თანხების სტრუქტურა ასეთია: 61 მლნ აშშ დოლარი (14%) – ამერიკის შეერთებული შტატებიდან, 13 მლნ აშშ დოლარი (3%) ესპანეთიდან, 11 მლნ აშშ დოლარი (2.5%) – ავსტრიიდან,  10.6 მლნ აშშ დოლარი (2.5%) – საბერძნეთიდან, 10 მლნ აშშ დოლარი (2.3%) – უკრაინიდან და 9 მლნ აშშ დოლარი (2%) – თურქეთიდან.


2006 წელს უცხოეთიდან საქართველოში 546 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა. რუსეთის წილმა 365 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button