skip to content
ახალი ამბები

აფხაზეთში ფართომასშტაბიანი წვრთნები დაიწყო

აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში 20 აგვისტოს ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები დაიწყო, იტყობინება ”აფსნიპრესი”.


წვრთნებში 6,000 სამხედრო მონაწილეობს, მათ შორის ოთხი ბრიგადა, რეზერვისტთა ორი პოლკი და 12 სამხედრო შენაერთი.


აგვისტოს დასაწყისში თვითგამოცხადებული რეგიონის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაკან ნანბამ განაცხადა, რომ წვრთნები ოჩამჩირესა და წებელდას პოლიგონზე გაიმართება, რომელიც ზემო კოდორის ხეობის მახლობლად მდებარეობს. თუმცა, ნანბას თქმით, წვრთნებს არანაირი კავშირი არ აქვს ხეობაში არსებულ ვითარებასთან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button