skip to content
ახალი ამბები

დენისოვმა და მორატინოსმა საქართველოს დაბომბვის ფაქტზე იმსჯელეს

6 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიის დაბომბვის საკითხის განიხილეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი დენისოვმა და ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიგელ ანხელ მორატინოსმა 8 აგვისტოს გამართულ სატელეფონო საუბარში.


”ორივე მხრიდან გამოითქვა სერიოზული შეშფოთება მომხდართან დაკავშირებით და დაფიქსირდა საერთო გაგება იმისა, რომ აუცილებელია ზუსტი გამოძიება ინციდენტის, ყველა მხარის მონაწილეობით,”- იტყობინება რუსეთის საგარეო უწყება.


თბილისმა განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიის დაბომბვაში რუსული მოიერიშე თვითმფრინავი მონაწილეობდა, რომელმაც საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია. თუმცა მოსკოვი უარყოფს ამას და აცხადებს, რომ შესაძლოა ინციდენტი თბილისმა თავად დადგა.


ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ 7 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში, მხარეებს თავშეკავებისაკენ მოუწოდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button