skip to content
ახალი ამბები

აშშ-ს იმიგრაციის სამსახურის უფროსის მოადგილე თბილისში ჩამოდის

აშშ-ს მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახურის დირექტორის მოადგილე ემილიო გონსალესი თბილისს 8-11 აგვისტოს ეწვევა.


ემილიო გონსალესი, რომელიც იმავდროულად აშშ-ს საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილეა,  თბილისს საქართველოს ლტოლვითა და განსახლების მინისტრის გია ხევიაშვილის მოწვევით ესტუმრება.


იგი წარმოადგენს ორგანიზაციას, რომელიც პასუხისმგებელია საიმიგრაციო შეღავათების გაცემაზე აშშ-ში ახლად ემიგრირებულებისათვის.


 

This post is also available in: English

Back to top button