ახალი ამბები
სააკაშვილმა და იუშენკომ ორმხრივ თანამშრომლობაზე ისაუბრეს
საქართველო-უკრაინის ურთიერთობების დინამიკა და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებმა 17 ივლისს სატელეფონო საუბრისას, იუწყება უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური.
მიხეილ სააკაშვილმა და ვიქტორ იუშჩენკომ ასევე იმსჯელეს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მოგვარების გზებსა და ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)