skip to content
ახალი ამბები

ბათუმის ბაზიდან რუსული სამხედრო ტექნიკა გავიდა

დღეს ბათუმის ბაზიდან რუსული სამხედრო ტექნიკით დატვირთული 36-ვაგონიანი მორიგი ეშელონი აზერბაიჯანის გავლით რუსეთის ფედერაციაში გაემგზავრა.


ვაგონებში ჩატვირთული იყო  МТ-ЛБ-ს ტიპის 36, БМК-1К ტიპის 6 და БМП-2 ტიპის 9 ერთეული საბრძოლო მანქანა, ასევე 17,6 ტონა ტანკსაწინააღმდეგო მართვადი ჭურვები, 100 ტონა 142 მმ ქვემეხის ჭურვები, 32,5 ტონა F-1 ტიპის ხელყუმბარა და 42,7 ტონა РГК-3 ტიპის ხელყუმბარა, იტყობინება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.  


შემდეგი ეშელონი საქართველოდან ერთ კვირაში გაემგზავრება. საბოლოოდ, რუსეთის სამხედრო ბაზების საქართველოდან გაყვანის პროცესი 2008 წელს დასრულდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button