ახალი ამბები
რუსეთის წარმომადგენლები თბილისში ვმო-ში გაწევრიანებაზე იმსჯელებენ
რუსული მხარის წარმომადგენლები 30-31 მაისს საქართველოს ეწვევიან და რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებებს გამართავენ, იტყობინება ქართული მედია 17 მაისს საქართველოს ეკონომიკის მინისტრის გიორგი არველაძის სიტყვებზე დაყრდნობით.
არველაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თბილისი იგივე პოზიციას ინარჩუნებს და მოითხოვს რუსეთისგან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მდებარე ორი სასაზღვრო-გამშვები პუქტის ლეგალიზებას, რის სანაცვლოდაც საქართველო რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებაზე დათანხმდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)