ახალი ამბები

ფეხბურთის ფედერაციის ახლადარჩეული პრეზიდენტი გადადგა

ყოფილი ფეხბურთელი გიორგი ნემსაძე 13 მაისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყრილობაზე ფედერაციის პრეზიდენტად არჩევიდან ერთ საათში თანამდებობიდან გადადგა, იტყობინება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური. 


”საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა ჩემი თვითმიზანი არასოდეს ყოფილა. ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ფედერაცია ერთ ოჯახად. ვაპირებ, რამდენიმე კვირაში მოვიწვიო ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა, რომელიც ახალ პრეზიდენტს აირჩევს,” – განუცხადა გიორგი ნემსაძემ ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ს, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.


ეს განცხადება მოულოდნელი აღმოჩნდა ახლადარჩეული პრეზიდენტისგან, რომელიც ამ თანამდებობაზე ოთხწლიანი ვადით აირჩიეს. ნემსაძემ ორ კანდიდატს აჯობა – ნოდარ ახალკაცს, ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტს, რომელიც არჩევნებზე მისი ძირითადი კონკურენტი იყო და მამუკა კვარაცხელიას, სპორტულ ჟურნალისტს.


გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის საკრებულოს წევრს ”ნაციონალური მოძრაობიდან” გიორგი ნემსაძეს ხელისუფლებაში თავისი მხარდამჭერები ჰყავდა მაშინ, როცა ხელისუფლების ერთი ნაწილი ნოდარ ახალკაცის კანდიდატურას უჭერდა მხარს.


 


  
 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button