ახალი ამბები
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონას სტუმრობდა
სადავო და საკამათო ქართველებსა და ოსებს არაფერი არ აქვთ, განაცხადა დღეს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია II სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში სტუმრობისას.
მან სოფელ თამარაშენში ეკლესიის მშენებლობის დაწყება აკურთხა და სამხრეთ ოსეთის ალტერნატიულ ლიდერს დიმიტრი სანაკოევს შეხვდა.
”ჩვენ ვიყავით ძმები და დავრჩებით ძმებად. ერთობაშია ჩვენი ძალა, როგორც ოსების, ისე ქართველების… ჩვენს შორის ისტორიულად არა მარტო მეგობრული ურთიერთობებია, არამედ სისხლით ნათესაობაც არის,” – განაცხადა 10 აპრილს ილია II-მ.
მისი ცხინვალის რეგიონში სტუმრობა უკვე გააპროტესტა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)