საქართველო და აზერბაიჯანი საზღვრის ”მნიშვნელოვან მონაკვეთზე” თანხმდებიან
საქართველოსა და აზერბაიჯანის მხარეებმა საზღვრის მცირე, თუმცა ”ძალიან მნიშვნელოვანი” მონაკვეთი შეათანხმეს, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო ”ტრენდი” აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ხალაფ ხალაფოვის სიტყვებზე დაყრდნობით.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი მანჯგალაძე 6-7 მარტს ბაქოს სტუმრობდა, სადაც თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან საზღვრის დელიმიტაციის საკითხები განიხილა.
ორ ქვეყანას შორის შესათანხმებელი რჩება საზღვრის 35%, მათ შორის ის მონაკვეთი, სადაც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსია განთავსებული, განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა ექსპერტთა ერთობლივი ჯგუფის გაგზავნა დავით გარეჯის ტერიტორიის შესასწავლად. ამ კომპლექსის ნაწილი საზღვრის აზერბაიჯანულ მხარეს მდებარეობს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)