ახალი ამბები

“მძევალთა” გათავისუფლების შემდეგ სამხრეთ ოსეთში დაძაბულობა განიმუხტა

სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში დაძაბულობა მას შემდეგ განიმუხტა, რაც ქართულმა მხარემ 13 თებერვალს საღამოს ორი ოსი გაათავისუფლა, იტყობინებიან ქართული წყაროები.


დაძაბულობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც ქართულ სოფელ ვანათში მიმავალი ფქვილით დატვირთული სატვირთო მანქანები ოსურმა მხარემ თავისი კონტროლირებადი ტერიტორიის გავლით არ გაატარა. სამხრეთ ოსეთის მხარის განცხადებით, სატვირთო მანქანების გადაადგილება ცხინვალთან შეთანხმებული არ ყოფილა. 


ამის საპასუხოდ, ოსური წყაროების ცნობით, ქართველმა სამართალდამცავებმა დაახლოებით 10 ოსი მეზობელი სოფლებიდან მძევლად აიყვანეს.


ქართული მხარე აცხადებს, რომ მხოლოდ ორი შეიარაღებული პირი იქნა დაკავებული, რომლებიც თბილისის დროით საღამოს 9 საათზე გაათავისუფლეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button