ახალი ამბები

ცხინვალის რეგიონში ქართულ სამშვიდობო ბატალიონს ახალი მეთაური ჰყავს

ცხინვალის რეგიონში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამშვიდობო ძალების სამხედრო მეთაურად პოლკოვნიკი მამუკა ყურაშვილი დაინიშნა, იუწყება 4 იანვარს თავდაცვის სამინისტრო.


ყურაშვილი ამ პოსტზე 2005 წლის სექტემბრამდეც მსახურობდა და იგი პაატა ბედიანაშვილმა შეცვალა. თუმცა ბედიანაშვილი გასულ დეკემბერს თავდაცვის სამინისტროს ლოჯისტიკისა და საბრძოლო მასალების უზრუნველყოფის ბაზის უფროსად იქნა გადაყვანილი და შედეგად ყურაშვილმა ხელახლა დაიკავა ვაკანტური თანამდებობა.


ცხინვალში აცხადებდნენ, რომ პაატა ბედიანაშვილი მათთვის მიუღებელი ფიგურა იყო, რადგან ის 2004 წლის აგვისტოში ქართულ და ოსურ მხარეებს შორის შეიარაღებულ დაპირისპირებაში მონაწილეობდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button