ახალი ამბები

კარასინი მოსკოვში ბაღაფშს შეხვდა

20 ნოემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი მოსკოვში მყოფ აფხაზეთის ლიდერს სერგეი ბაღაფს შეხვდა, იტყობინება რუსეთის საგარეო უწყება.


კარასინის განცხადებით, აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების მიზნით უახლოეს მომავალში რუსი დიპლომატები შეხვედრებს გეგმავენ თბილისსა და სოხუმში.


შეხვედრაზე თვითგამოცხადებული აფხაზეთის ლიდერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ სოხუმი მზადაა თბილისთან დიალოგის აღსადგენად იმ პირობით, თუ ქართული მხარე კოდორის ხეობიდან გაიყვანს თავის შენაერთებს, შეწყვეტს საომარ რიტორიკას და პროვოკაციულ ქმედებებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button