გელა ბეჟუაშვილი ბულგარეთში იმყოფება
საფრანგეთში ვიზიტის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი 8-11 ნოემბერს ბულგარეთს ეწვია, იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტრო.
დღეს სოფიაში გაიმართება “საქართველოს ახალი მეგობარი ქვეყნების ჯგუფის“ მესამე შეხვედრა, სადაც მონაწილეობას მიიღებენ წევრი ქვეყნების – ბულგარეთის, ესტონეთის, ლიტვის, ლატვიის, პოლონეთისა და რუმინეთის და ასევე ჩეხეთის რესპუბლიკის წარმომადგენლები.
10 ნოემბერს დაგეგმილია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრები ბულგარეთის ოფიციალურ პირებთან.
ბულგარეთიდან გელა ბეჟუაშვილი მოლდოვას ეწვევა, რის შემდეგაც ბრიუსელში გაემგზავრება და 14 ნოემბერს მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საბჭოს სხდომაში.
ნოემბერში ასევე დაგეგმილია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სამუშაო ვიზიტები ნორვეგიაში, გერმანიასა და ფინეთში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)