ახალი ამბები

რუსეთიდან 150 ქართველი იქნა დეპორტირებული

150 ქართველი, რომლებიც რუსეთის ხელისუფლების მიერ საიმიგრაციო წესების დარღვევის მოტივით იქნენ დეპორტირებულები, 17 ოქტომბერს თბილისის აეროპორტში საგანგებო რეისით ჩამოვიდა.


მანამდე კი რუსეთში საქართველოს საკონსულომ დაადასტურა ინფორმაცია, რომ დეპორტაციის პროცესში 48 წლის თენგიზ ტოგონიძე ასთმური შეტევით მოსკოვის აეროპორტში გარდაიცვალა.


ქართული მედიის ცნობით, მან ორ კვირაზე მეტი გაატარა სანკტ–პეტერბურგის მიმღებ–გამანაწილებელში, სადაც ის სხვა ქართველებთან ერთად იყო დაკავებული.


მოსკოვში მყოფი ქართველი დიპლომატების ცნობით, სიკვდილი არაადამიანუმა მოპყრობამ გამოიწვია.


ამავდროულად, “როიტერი“ მოსკოვის საქალაქო სასამართლოს მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ 5–13 ოქტომბერს დეპორტაციის მიზნით 682 ორდერი გაიცა.


რუსეთიდან დეპორტირებულთა ნაწილი საქართველოში სომხეთის ან აზერბაიჯანის გავლით ბრუნდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button