ცხინვალის რეგიონში მომხდარი აფეთქებისას ხვიჩა ნიკორაშვილი დაშავდა
სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში, სოფელ ფრისის მახლობლად 25 სექტემბერს მომხდარი აფეთქების შედეგად ხვიჩა ნიკორაშვილი დაშავდა.
კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ასაფეთქებელი ნივთიერება დანაღმული იყო იმ ტერიტორიაზე, რომელსაც რუსული სამშვიდობო ბატალიონი და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება აკონტროლებს.
ოფიციალურ ცხინვალს მომხდართან დაკავშირებით ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.
ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე, 23 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში შეტაკება მოხდა ოს შეიარაღებულ პირებსა და ქართველ პოლიციელებს შორის, რის შედეგადაც ორი ოსი ეროვნების ადამიანი მსუბუქად დაიჭრა. თუმცა, ქართველი სამართალდამცავების განცხადებით, 23 სექტემბრის შეტაკება ოს “ბანდებს“ შორის მოხდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)