skip to content
ახალი ამბები

ლავროვი: ნატოს გაფართოება შეცდომაა

ნატოს გაფართოება შეცდომაა, ცივი ომის ტაქტიკის გამოყენება კი არაეფექტური, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ნიუ-იორკში ნატოს გენერალურ მდივანთან იააპ დე ჰოოპ სხეფერთან შეხვედრის შემდეგ, იტყობინება “რია ნოვოსტი“ 20 სექტემბერს.


“ნატო გაფართოებას გეგმავს, თუმცა ჩვენ ეს შეცდომად მიგვაჩნია, მიუხედავად იმისა, რომ ამას რეალობად აღვიქვამთ… იმ გლობალური გამოწვევების ხანაში, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ, ცივი ომის ინსტრუმენტები ეფექტური აღარ არის“, – განაცხადა ლავროვმა.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button