ახალი ამბები

ივანოვი: ბაზების გაყვანა რუსეთის უსაფრთხოებას არ დააზარალებს

რუსეთის ვიცე–პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა განაცხადა, რომ საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანა რუსეთის უსაფრთხოებას არ დააზარალებს, “პირიქით გააძლიერებს“.


“საქართველოდან ჩვენი ბაზების გაყვანის გეგმა ძალიან მჭიდროდ უკავშირდება ორი თანამედროვე სამთო ბრიგადის შექმნას, რომლებიც ჩრდილოეთ კავკასიაში უშუალოდ საქართველოს საზღვართან შენდება“, – იუწყება 19 სექტემბერს “ინტერფაქსი“ ივანოვის სიტყვებზე დაყრდნობით.


შეთანხმების თანახმად, ახალქალაქისა და ბათუმის სამხედრო ბაზების გაყვანის მიმდინარე პროცესი 2008 წლის ბოლომდე დასრულდება.

Back to top button