skip to content
ახალი ამბები

ზაიცევი გამორიცხავს ზემო კოდორიდან აფხაზეთში მებრძოლების შესვლის შესაძლებლობას

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მეთაურმა ანატოლი ზაიცევმა 27 ივლისს გამორიცხა ემზარ კვიციანის შესაძლო გადასვლა დე ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.


ამჟამად, საქართველოს სამთავრობო ძალები კვიციანს და მის მებრძოლებს ზემო კოდორის ხეობაში ეძებენ, რომელიც თვითგამოცხადებული აფხაზეთის ერთადერთი ტერიტორია, სადაც სეპარატისტული ხელისუფლების კონტროლი არ ვრცელდება.


“ჩვენ გამყოფი ხაზის მთელ პერიმეტრზე განვათავსეთ მესაზღვრეთა და თავდაცვის სამინისტროს ძალების საგუშაგოები. ისინი საიმედოდ აკონტროლებენ სიტუაციას და ზემო კოდორის ხეობიდან უკანონო შეიარაღებული ჯგუფის შემოსვლა გამორიცხულია“, – იტყობინება “ინტერფაქსი“ ზაიცევის სიტყვებზე დაყრდნობით.


საქართველოს ოფიციალურმა პირებმა 27 ივლისს განაცხადეს, რომ მათ გააფრთხილეს აფხაზური მხარე არ აღმოუჩინონ დახმარება კვიციანის მებრძოლებს და არ შეუშვან აფხაზეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button