ახალი ამბები

პუტინი და საააკაშვილი ეკონომიკურ ურთიერთობებზე ამახვილებენ ყურადღებას

13 ივნისს სანკტ-პეტერბურგში დაგეგმილი მოლაპარაკებების წინ გაკეთებულ მოკლე კომენტარებში რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტებმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი დარჩება საქართველოს მთავარი ეკონომიკური და სავაჭრო პარტნიორი.


“რუსეთი რჩება საქართველოს მთავარი სავაჭრო და ეკონომიკური პარტნიორი“, – განაცხადა პუტინმა საპასუხოდ, თან იქვე დასძინა, რომ რუსული ინვესტიციების ზრდა საქართველოში “შთამბეჭდავია“.


რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, რუსული ინვესტიციები საქართველოში 2005 წელს ხუთჯერ გაიზარდა; შედეგად, რუსეთი ნომერ პირველი ინვესტორი გახდა საქართველოს ეკონომიკაში.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას ჰქონდა შანსი ენახა, რომ სანკტ-პეტერბურგი კიდევ უფრო ლამაზი ქალაქი გახდა და აღნიშნა, რომ თბილისიც საკმაოდ შეიცვალა ბოლო წლების განმავლობაში.


“თუ თქვენ ჩამოხვალთ [საქართველოში], დაინახავთ, რომ თბილისი და აჭარის დედაქალაქი ასევე შეიცვალა“, – განუცხადა სააკაშვილმა პუტინს.


ამის საპასუხოდ, პუტინმა განაცხადა, რომ იგი იმედოვნებს, რომ რუსეთმა თავისი საინვესტიციო პროექტებით დიდი წვლილი შეიტანა თბილისის და საქართველოს სხვა რეგიონების განვითარებაში.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button