skip to content
ახალი ამბები

თავდაცვის მინისტრი ბრიუსელში შეხვედრებს მართავს

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში დღეს თავდაცვის მინისტრების ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს სხდომას (EAPC) დაესწრო.


საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ოქრუაშვილმა ორ მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა: ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის (IPAP) ფარგლებში თავდაცვის რეფორმირებაში მიღწეულ შედეგებზე და ნატო-საქართველოს ურთიერთობის შემდეგ ეტაპზე – ინტენსიურ დიალოგზე (ID) გადასვლის აუცილებლობაზე.


თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს სხდომის შემდეგ დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ნატო-ს და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან. შეხვედრები გაიმართება ასევე სუამ-ის (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა)ფარგლებში .


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button