skip to content
ახალი ამბები

მოსკოვი რესტიტუციის შესახებ კანონპროექტს სწავლობს

სამხრეთ ოსეთსი კონფლიქტის მოგვარების შერეულის საკონტროლო კომისიის (შსკ) რუსული მხარე სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მსხვერპლთა რესტიტუციის შესახებ იმ კანონპროექტს სწავლობს, რომელიც თბილისმა შეიმუშავა. ამის შესახებ “სივილ ჯორჯიას“ 26 მაისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცნობეს. 


რესტიტუციის შესახებ კანონპროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობამ უკვე წარადგინა პარლამენტში განსახილველად, აღიარებს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უფლებას სურვილის შემთხვევაში თავიანთ სახლებში დაბრუნებაზე და ამტკიცებს მათ უფლებას საკუთრებაზე. ამ ღონიშძიებების განხორციელებას თბილისი კონფლიქტის მოგვარების პროცესის მთავარ ნაწილად მიიჩნევს.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button