ახალი ამბები

საქართველო ნატო–ს მრავალეროვნულ სწავლებაში მონაწილეობს

საქართველოს 17 წარმომადგენელი გერმანიასა და ბოსნია-ჰერცეგოვინაში მიმდინარე კავშირგაბმულობის და ინფორმაციული სისტემების მრავალეროვნულ სწავლებაში “Combined Endeavor – 2006” იღებს მონაწილეობას ნატოს წევრი და პარტნიორი 40 ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად.


სწავლება, რომელიც 2006 წლის მარტში თბილისში გამართულ კონფერენციაზე დაიგეგმა, “პარტნიორობა მშვიდობისათვის“ (PfP) პროგრამის ფარგლებში ამერიკის ევროსარდლობის დაფინანსებით ხორციელდება.


თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მრავალეროვნული სწავლება მიზნად ისახავს მონაწილე ქვეყნებს შორის კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების ურთიერთთავსებადობის მიღწევას.

Back to top button