
ახალი ამბები
რუსი სამშვიდობოები ცხინვალის რეგიონში საჰაერო სივრცის დარღვევას არ ადასტურებენ
სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებული შერეული სამშვიდობო ძალები არ ადასტურებენ ქართული მხარის ინფორმაციას, ცხინვალის რეგიონის საჰაერო სივრცის უცნობი საფრენი აპარატის მიერ დარღვევის შესახებ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 15 მაისს, დილით უცნობმა საფრენმა აპარატმა თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, კერძოდ, ცხინვალი-ჯავის მიმართულებით ფრენა ორჯერ განახორციელა.
სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი სამშვიდობო ძალების სარდლის თანაშემწის ვლადიმერ ივანოვის სიტყვებზე დაყრდნობით 16 მაისს იუწყება, რომ მითითებულ ტერიტორიაზე განლაგებულ ხუთი საგუშაგოდან “არცერთ მათგანს არ დაუფიქსირებია საფრენი აპარატი“.