skip to content
ახალი ამბები

ოქრუაშვილი ღვინის ბაზრის დივერსიფიკაციაზე საუბრობს

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა 27 აპრილს განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ქართული ღვინის აკრძალვას დადებითი მხარეც აქვს, რადგანაც საქართველო უცხოური ბაზრების დივერსიფიკაციასა და ღვინის ხარისხის გაუმჯობესებაზე გაამახვილებს ყურადღებას.


“მე მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა რუსეთის ხელისუფლებას იმისათვის, რომ ქართული ღვინის იმპორტი აკრძალა, რადგანაც ამ დაბალი სამომხმარებლო ბაზრიდან ჩვენ წვალებით, მაგრამ ნელ-ნელა გადავალთ უდრო მაღალ სამომხმარებლო ბაზარზე, როგორიცაა დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები. ჩვენ გაცილებით უფრო ხარისხიან ღვინოს გავაკეთებთ და გავყიდით და ამით შემოსავალს მივიღებთ“, – განაცხადა ოქრუაშვილმა უკრაინიდან “რუსთავი 2“-თან სატელეფონო საუბრისას.


ოქრუაშვილმა რუსეთის პროტესტი მის განცხადებაზე ყურადღების მიღმა დატოვა. 20 აპრილს თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ “რუსეთში ფეკალური მასაც რომ გაიტანო, ისიც კი გაიყიდება“. 26 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩი რუსეთში ირაკლი ჩუბინიშვილი მიიწვიეს და რუსეთის მისამართით ოქრუაშვილის უხეში გამონათქვამების გამო უსაყვედურეს.


“თუ რუსები ძალიან გაბრაზდნენ ჩემი განცხადების გამო, ქართული ღვინო რადგან აღარ უნდათ, დალიონ ცივი წყალი, რაც საკმაოდ დაბალი ხარისხისაა [რუსეთში]“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.


ზოგიერთმა ქართველმა ოპოზიციონერმა პარლამენტარმა ასევე დაგმო ოქრუაშვილის ეს განცხდადებები და აღნიშნა, რომ ეს არ დაეხმარება ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button