
ახალი ამბები
საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელს არასწორი მართვის გამო აკრიტიკებენ
საზოგადოებრივი ტელევიზიის თანამშრომელთა ჯგუფმა, მათ შორის იურიდიული განყოფილებიდან, გადადგომის შესახებ განცხადებები დაწერეს. მათ ტელევიზიის გენერალურ დირექტორს თამარ კინწურაშვილს “არასწორ მართვასა და ნეპოტიზმში“ დასდეს ბრალი.
28 თებერვალს პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება მიიწვიოს საზოგადოებრივი ტელევიზიის სამეურვეო საბჭო დეპუტატებისთვის ტელევიზიის გარშემო არსებული ვითარების გაცნობის მიზნით.
“თითქმის ყოველ კვირას ჩვენ გვესმის, რომ პროფესიონალები გაათავისუფლეს ტელევიზიიდან და სხვები კი განცხადებებს წერენ. მათ შორის არიან ისინიც, ვინც გენერალურმა დირექტორმა თავად დანიშნა“, – განაცხადა დეპუტატმა ელენე თევდორაძემ 28 თებერვალს პარლამენტის სხდომაზე.
ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს ჯერ-ჯერობით ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია.