
შს მინისტრი გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით დეპუტატებს ინფორმაციას აწვდის
28 თებერვალს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე “უახლოეს მომავალში იქნება გამოძიებული“.
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა შინაგან საქმეთა მინისტრი მას შემდეგ მიიწვიეს, რაც გაჩნდა ვარაუდები შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან შესაძლო კავშირის თაობაზე.
ოპოზიციამ უკვე მოითხოვა შსს–ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის დათა ახალაიას, შსს–ს გენინსპექციის უფროსის ვასილ სანოძის, შსს–ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის გურამ დონაძის, შსს–ს უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ოლეგ მელნიკოვის გადაყენება. ყველა ეს პირი სავარაუდო კავშირია მკვლელობის საქმესთან.
მერაბიშვილის თქმით, ყველა ეს პირი უკვე დაიკითხა. “თუმცა, არ არსებობს იმის დამადასტურებელი ფაქტები, რომ ეს პირები ეჭვმიტანილებად უნდა ვცნოთ“, – დასძინა მერაბიშვილმა.
მისი თქმით, ის განცხადებები, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური პირებს მკვლელობის საქმეს უკავშირებენ, არის “პოლიციის დისკრედიტაციის მცდელობა“.