
ახალი ამბები
შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა საფრანგეთს სტუმრობს
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი პოლკოვნიკი ლევან ნიკოლეიშვილი ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც ორი ქვეყნის სამხედრო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელებენ.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის დროს საქართველოს დელეგაცია საქმიან შეხვედრებს საფრანგეთის შეიარაღებული ძალებისა და სამხედრო-საზღვაო ძალების გენერალურ შტაბებში და თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიულ საქმეთა დეპარტამენტში გამართავს.