skip to content
ახალი ამბები

თბილისი რუსული მხარის მიერ ძალის გამოყენების დაუფარავ მუქარაზე მიუთითებს

7 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტმა კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის “ვრემია ნოვოსტეი“– ში გამოქვეყნებულ ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებებზე, რომელიც ცხინვალის რეგიონში რუს სამშვიდობოთა ყოფნას უკავშირდებოდა.

კარასინმა ინტერვიუში იმედი გამოთქვა, რომ  საქართველოს ხელისუფლება სამშვიდობოებზე გადაწყვეტილებას სრული პასუხისმგებლობით მიუდგება.  “ჩვენი პოზიცია ნათელია: სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთის მოქალაქეა და ჩვენ არა გვაქვს სხვა არჩევანი, გარდა მათი უფლებების და ამასთან, რეგიონში სტაბილურობის დაცვისა“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

“გვსურს ცალსახად განვაცხადოთ, რომ ცხინვალის რეგიონში სამშვიდობოთა ყოფნა-არყოფნის საკითხის გადაწყვეტას საქართველოს მხარე მთელი სერიოზულობითა და პასუხისმგებლობით მიუდგება. ამასთანავე, დაბეჯითებით მოვითხოვთ რუსეთის მხარისაგან სათანადო განმარტებების მიღებას, თუ როგორ აპირებს იგი ცხინვალის რეგიონში თავის “მოქალაქეთა“ უფლებებისა და ზოგადად რეგიონში სტაბილურობის დაცვის უზრუნველყოფას, რაშიც ძალის გამოყენების დაუფარავი მუქარა იკითხება“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების კომენტარში.

მსგავსი/Related

Back to top button