ახალი ამბები

“ახალი მემარჯვენეები“ ფრაქციის დაშლაში მმართველ პარტიას ადანაშაულებენ

დეპუტატები “ახალი მემარჯვენეებიდან“ აცხადებენ, რომ მათი კოალიციის ყოფილი წევრის “მრეწველების“ გადაწყვეტილება კოალიციის დატოვების და ცალკე საპარლამენტო ფრაქციის შექმნის თაობაზე “ნაციონალური მოძრაობიდან“ იყო ინსპირირებული, რომელიც “ახალი მემარჯვენეების“ განცხადებით, ცდილობს დაასუსტოს ოპოზიციური ძალები პარლამენტში.


“მრეწველების“ ლიდერმა, დეპუტატმა ზურაბ ტყემალაძემ 2 თებერვალს განაცხადა, რომ ახალი ფრაქციის შექმნის გადაწყვეტილება არის ტაქტიკური ნაბიჯი, რომელიც მიზნად ისახავს “საპარლამენტო ოპოზიციის შემდგომ გაძლიერებას“ იმ მოტივით, რომ ცალკე ფრაქცია ნიშნავს “დამატებითი ადგილების მოპოვებას [პარლამენტის] ბიუროში, კომიტეტებსა და კომისიებში“.


თუმცა, დეპუტატმა მამუკა კაციტაძემ “ახალი მემარჯვენეებიდან“ გაზეთ “რეზონანსს“ განუცხადა , რომ “ახალი ფრაქცია, სავარაუდოდ, მმართველი პარტიის სატელიტი გახდება“.


“ახალი მემარჯვენეების“ და “მრეწველების“ კოალიციამ – მემარჯვენე ოპოზიციამ, რომელიც დაშლამდე 17 დეპუტატს აერთიანებდა, პარლამენტში მანდატები 2004 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ერთიანად მოიპოვა. 


ვარაუდები შესაძლო დაშლის შემდეგ მას შემდეგ გაჩნდა, რაც დეპუტატმა ტყემალაძემ გასულ კვირას განაცხადა, რომ ვერ ხედავს საფრთხეს ქვეყნის მაგისტრალური გახსადენის “გაზპრომი“-ისთვის მიყიდვაში. “ახალი მემარჯვენეები“ გაზსადენების პრივატიზაციას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. 

მსგავსი/Related

Back to top button