ახალი ამბები

პარლამენტში შესაძლოა ახალი ოპოზიციური ფრაქცია შეიქმნას

უახლოეს მომავალში შესაძლოა საპარლამენტო ფრაქცია “მემარჯვენე ოპოზიციას“ მრეწველები გამოეყონ და ახალი ოპოზიციური ფრაქცია ჩამოაყალიბონ. ამის შესახებ დღეს პარტია “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ საპარლამენტო ლიდერმა ზურაბ ტყემალაძემ განაცხადა.


“ახალი ფრაქცია ნიშნავს ოპოზიციის გაძლიერებას პარლამენტში, ოპოზიციისთვის დამატებით ერთ ადგილს ბიუროზე, კომიტეტებსა და კომისიებში“, – აცხადებს ზურაბ ტყემალაძე.


“მემარჯვენე ოპოზიციის“ 17 წევრს შორის მრეწველთა პარტიიდან 7 დეპუტატია. მათ სავარაუდოდ მაჟორიტარი დეპუტატები შეუერთდებიან, რადგან ფრაქციის შესაქმნელად დეპუტატების მინიმალური ოდენობა 10–ს უნდა შეადგენდეს.


ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, ახალი ფრაქციის შექმნა არ ნიშნავს საარჩევნო ბლოკის “მემარჯვენე ოპოზიცია – მრეწველები ახლების“ დაშლას, რომლის მეშვეობითაც “ახალმა მემარჯვენეებმა“ და “მრეწველებმა“ 2004 წლის 28 მარტის არჩევნებში ერთად მოიპოვეს საპარლამენტო მანდატები.

Back to top button